თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა Twitter-ზე წერს, რომ ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-ს გადააჭარბა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, 58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს.
მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.