LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბასილაშვილმა მალაიზიაში პირველი წრე მარტივად დასძლია

42

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში ყაზახ ალეკსანდრ ნედოვესოვს დაუპირისპირდა. შეხვედრაში ბასილაშვილი მეტოქეს 6:3, 1:0-ს ამარცხებდა, როდესაც ნედოვესოვმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ამ გამარჯვების წყალობით, ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.
მე-2 რაუნდში კი ხორვატ ივო კარლოვიჩს დაუპირისპირდება.

ტურინირის საპრიზო ფონდი 1 041 540 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბასილაშვილს 561 სარეიტინგო ქულით პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის კლასიფიკაციაში 95-ე ადგილი უკავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები