LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს: გეგელია

69
0005

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის კომენტარი ევროპარლამენტარების განცხადებაზე გააკრიტიკა და ურჩია, „არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს“.

„ვოლსკის თურმე არ ჰგონებია, რომ 7 პარლამენტარის განცხადება საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებზე იმოქმედებს. ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს. სამარცხვინო და კატასტროფულია, როდესაც 2021 წელს პარლამენტარად წოდებულმა ადამიანმა იმდენიც კი არ იცის, რომ ევროპარლამენტარები ცალობით არ ითვლება. პირველ რიგში, ეს შვიდი ადამიანი წარმოადგენს ევროპული პარლამენტის ყველა დიდ ფრაქციას – EPP, S&D, Renew Europe, Greens. შესაბამისად, მათი ნება საქართველოს საკითხზე სრულიად ევროპული პარლამენტის ნებას ასახავს“. – აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს გაიგოს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არ გაუვა იგივე ხრიკები, რითაც შინ ცდილობს ფონს გასვლას.

„მეორეც, სწორედ ამ შვიდი ადამიანის აზრი ქმნის ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოსა და რეგიონზე. და ბოლოს, ზუსტად ეს ჯგუფი წარმოადგენს ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგებსა და მეგობრებს ბრიუსელში. თითებზე თვლას და თავის დამშვიდებას, ვოლსკის ურჩევნია შეიგნოს, რომ ამ უმნიშვნელოვანესი შვიდი ადამიანის გარდა, “ქართული ოცნება” იღებს იგივე გზავნილს ვაშინგტონიდან, ევროპული საბჭოდან, ევროპული კომისიიდან. გასაგებია, რომ “ქართული ოცნების” ინტელექტი და ფანტაზია ვერასდროს ვერ სცდებოდა სკამების ცალობით თვლას, მაგრამ ხელისუფლებას მოუწევს გაიგოს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არ გაუვა იგივე ხრიკები, რითაც შინ ცდილობს ფონს გასვლას, რამაც საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანა”, – განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც გამოთქვამენ წუხილს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

ამავე საკითხს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმურა და აღნიშნა, რომ „ეს არის 7 ევროპარლამენტარის მიმართვა და იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია“. ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტარების ეს პოზიცია, როცა ისინი სანქციების დაწესებით “იმუქრებიან”, გაუგებარია.

ამავე თემაზე:

გაუგებარია შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად რომ საუბრობდნენ, რატომ ვერ შევთანხმდით, იმუქრებიან, რომ სანქციებს დაგვიწესებენ: ვოლსკი

დამნაშავეა როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებული პასუხისმგებობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას: ევროპარლამენტარები

მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის მომავალს: ევროპარლამენტარები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g