LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით!“ – თინა ბოკუჩავა

354
ფორტუნა - 2023-09-04T132334.660

„ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით! – სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩვენი კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს ბინძურ თამაშებში შევყვებით“, – ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავამ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიციირებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს „ცირკი“ უწოდა და როგორც აღნიშნა, მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაა.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი“ – მიხეილ სააკაშვილი

„ორი სიტყვა შეთქმულების თეორიაზე იმის თაობაზე, რომ სალომეს ნაბიჯები ბიძინასთან არის შეთანხმებული..“ – გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

„ადამიანებით ვაჭრობის საქმით მხოლოდ ივანიშვილია დაკავებული. მას არც ერთი ადამიანის ბედი არ აღელვებს – არც პრეზიდენტის და არც რიგითი მოქალაქის. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილის თამაშს მხარს არ დაუჭერს. ეს არის ივანიშვილის მცდელობა, რომ ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს და მეორეს მხრივ, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟირება. ამ ორი ამოცანით ხელმძღვანელობს ივანიშვილი, როდესაც იწყებს ცირკს, რასაც იმპიჩმენტს ეძახის”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

„ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“ – კრამერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევს.

იხილეთ ვრცლად:

„ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა..“, „ცდილობენ, რუსეთში მათ პატრონებს დაუმტკიცონ ლოიალობა“ – როგორ ეხმაურებიან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g