ბათუმელი ალექსანდრე სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, University of Virginia (UVA)-ში ჩაირიცხა, სადაც სწავლას მესამე კურსზე კომპიუტერული მეცნიერების (Computer Science) მიმართულებით აგრძელებს.
ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ალექსანდრემ უნივერსიტეტისგან მოიპოვა სრული, $100,000 დაფინანსება, რაც UVA-ს სტუდენტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ და რთულად მისაღებ სტიპენდიად ითვლება.
„ალექსანდრემ საქართველოში დაწყებითი კლასები ბათუმში, კერძოდ სკოლა მონპარნასში, ნიკეში და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში გაიარა. მან მეათე და მეთერთმეტე კლასები ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გაიარა – სასწავლებელში, რომელმაც მას ძლიერი დისციპლინა, აკადემიური საფუძველი და ლიდერული უნარები ჩამოუყალიბა. სწორედ ამ გარემომ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მის მომავალ წარმატებაში.
მეთორმეტე კლასი ალექსანდრემ ამერიკაში, ვირჯინიის შტატის Wakefield High School – ში დაამთავრა, სადაც 650 მოსწავლიდან 30 საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა. მან მიიღო ოქროს მედალი და დაამთავრა სკოლა 4.1 GPA – ით — შედეგი, რომელიც მხოლოდ უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს ენიჭებათ.
ალექსანდრეს მიღწევები მხოლოდ UVA-ით არ შემოიფარგლება. ის ასევე ჩაირიცხა: Virginia Tech — $40 000 დაფინანსებით George Mason University — $35 000 დაფინანსებით“, – წერს „აჭარის ტელევიზია“.
