LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი იორდანიას პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება

65
234459204-4381695668521621-2064125837030115281-n

მიმდინარე წლის 12 აგვისტოდან, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan (Solitaire Air) განაახლებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ამანი – ბათუმი – ამანის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

ავიარეისები ამანსა და ბათუმს შორის 12 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Fly Jordan-ს აღნიშნული მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მიენიჭა. იორდანიულმა ჩარტერულმა ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები