LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბათუმიდან ჩამოვედი და გაოცებული ვარ, ძალიან დიდი ნაწილია რუსულენოვანი გიდები, რომლებიც ისტორიას მიზანმიმართულად ამახინჯებენ და ისე აწვდიან სტუმრებს“, – ქეთი მელაძე

279
ipiccy_image

„საქართველო ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ თანადამფუძნებელი საქართველოში გიდების კუთხით არსებულ პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ მაგალითად ბათუმში, ძალიან დიდი ნაწილია რუსულ და თურქულენოვანი გიდები, რომლებიც ისტორიას მიზანმიმართულად ამახინჯებენ და ისე აწვდიან სტუმრებს.

ქეთი მელაძის კომენტარს სააგენტო ,,ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. „ბათუმიდან ჩამოვედი და გაოცებული ვარ, არის რესტორნები, სადაც აბსოლუტურად რუსული პერსონალი გემსახურება. ასეა გიდების შემთხვევაშიც. ძალიან დიდი ნაწილია რუსულ და თურქულენოვანი გიდები, რომლებიც ისტორიას მიზანმიმართულად ამახინჯებენ და ისე აწვდიან სტუმრებს. ამის საწინააღმდეგოდ არ არსებობს არავითარი საკანონმდებლო ბაზა”, – განუცხადა ქეთი მელაძემ „ბიზნესპრესნიუსს“.

მისივე განმარტებით, კადრების დეფიციტი გიდების სექტორშიცაა. როგორც „საქართველო ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ თანადამფუძნებელი ამბობს, გიდების შემთხვევაში, 20%-იანი დეფიციტია პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. სწორედ ამ ცარიელს ადგილს იკავებენ უცხოელები.

წყარო: BPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები