LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს

49

26 მაისს, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიაPobeda Airlines-მა როსტოვი – ბათუმი – როსტოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა.

რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს, ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.

შეგახსენებთ, Pobeda Airlines ქართულ საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. დღემდე ავიაკომპანია ფრენებს მხოლოდ თბილისიდან, როსტოვისა და სანქტ პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები