LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ამავე უნივერსიტეტის სამი სტუდენტი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვა

133
მამუკა ჯორბენაძე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და 3 სტუდენტი – გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო ერთი სტუდენტი – ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა – ინფორმაცია „ფორტუნას“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

„ეს ბიჭები დაბრუნდებიან და მკლავებგადაშლილი ჩაიკრავს სამშობლო თბილ გულში…” ბრძოლა გრძელდება ჩვენი უმაგრესი თაობის გასათავისუფლებლად!” – ბათუმში დაკავებული 22 წლის სტუდენტის, გიორგი დავითაძის და

დაკავებულები 5 000 – 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

რაც შეეხება ანრი კაკაბაძეს, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ ის წარსულში ნასამართლევია.

„თავისუფლება საქართველოს ევროპული, ნათელი მომავლისთვის მებრძოლ ჩემს უმცროს კოლეგას, თავისუფლება ყველა ღირსების პატიმარს!!!“ – ნიკოლოზ რაჭველი დაკავებულ მუსიკოსს, ანრი კაკაბაძეს სოლიდარობას უცხადებს

პატიმრობის გირაოთი შეცვლის შემდეგ, კომენტარი გააკეთა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანმა, მამუკა ჯორბენაძემ:

„ემოციურად დატვირთული ვარ, ჩემი სტუდენტი საპატიმროშია. სამართლის სპეციალისტი არ ვარ, ამ ყველაფერს მორალური კატეგორიიდან ვუყურებ. ანრი კაკაბაძეს დიდი მომავალი აქვს, მისგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. მათი ინიციატივით მომზადდა წერილი, ძალიან კარგია, რომ მათი მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯი“, – თქვა მამუკა ჯორბენაძემ.

„ვინც დღეს „ჩუმად“ ხართ, თქვენ გგონიათ თქვენი „სიჩუმე“ გადაგარჩენთ? ყველა თქვენგანის მოღალატეობრივ „სიჩუმეზე“ დიდია ანრის ეს შესრულება!“ – ნინო ქათამაძე თავისი მოსწავლის, ანრი კაკაბაძის დაკავებას ეხმაურება

ცნობისათვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და ოთხი სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 11 დეკემბერს შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პროკურატურის განცხადების მიხედვით: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად ორ პირს სცემეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს.

ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g