LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მერიამ ბულვარში უკანონო ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო

138
11

ბათუმის მერია ქალაქის ბულვარში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ახორციელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2010 წელს პლაჟი გრძელვადიანი იჯარით თურქულ კომპანია “ბატტუნს” გადაეცა, კომპანიის მიერ კი ბულვარის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის განთავსება უკანონოდ განხორციელდა:

“ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელება დაიწყო.

ბულვარში აღნიშნული პლაჟი 2010 წელს თურქულ კომპანია “ბატტუნს” გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. კომპანიის მიერ უკანონოდ განხორციელდა შენობა-ნაგებობის განთავსება ბულვარის ტერიტორიაზე.

შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიამ უარი განაცხადა განეხორციელებინა უკანონო შენობის დემონტაჟი.

სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთავსებული ნაგებობების დემონტაჟი.

ბულვარი წარმოადგენს ბათუმის მთავარ სავიზიტო ბარათს. ბულვარის გენგეგმაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ბულვარში განთავსებული შენობების დასაშვები სახეობები და განთავსების ძირითადი პრინციპები”, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g