LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის პორტში რუსული სატვირთო გემი შემოვიდა – რა განმარტებას აკეთებს თორნიკე რიჟვაძე

585
ჯეტჯ

ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი „ლეონიდ პესტრიკოვი“ შემოვიდა. მშრალი ტვირთის გადამზიდი გემი მანამდე  სტამბოლის პორტში იმყოფებოდა. ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან, როცა ბათუმის პორტში რუსული გემი შემოვიდა.

“ბათუმელების” ცნობით, ბათუმის პორტში განაცხადეს, რომ ეს „საქართველოსთვის განკუთვნილი ტვირთია“ – ლამინირებული ხე-ტყე, რომლითაც ავეჯს ამზადებენ.

ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის „ლეონიდ პესტრიკოვის“ შემოსვლასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აღნიშნულით კანონმდებლობა არ დარღვეულა.

„ტვირთი განკუთვნილია საქართველოსთვის და შესაბამისად ხდება მისი შემოსვლა. ჩემთვის როგორც არის ცნობილი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში არ ექმნება პრობლემა შესაბამისი დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებს პორტებში მიიღონ მომსახურება. არც წესი და არც კანონმდებლობა არ არის დარღვეული. მიმართეთ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები