LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის საკრებულოს არჩეული ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ ძველი შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ხელს შეუშლიან და სხდომის ჩაშლას შეეცდებიან

130
ბათუმის საკრებულო

ბათუმის საკრებულოს არჩეული ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ ძველი შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ხელს შეუშლიან და სხდომის ჩაშლას შეეცდებიან. საკრებულოს არჩეული წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძე ირწმუნება, რომ ორ დღეში საკრებულოს ძველი შემადგენლობა მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად შეიკრიბება.

ჩვენ ვართ საკრებულოს არჩეული წევრები, გვაქვს სხდომაზე დასწრების უფლება, რა თქმა უნდა მივალთ და ფიზიკურად შევეცდებით სხდომის ჩაშლას, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ არალეგიტიმურმა საკრებულომ ვერ შეძლოს ბიუჯეტის დამტკიცება“, – აცხადებს საკრებულოს არჩეული წევრი „ლელოდან“, – ირაკლი კუპრაძე.

ისინი მიიჩნევენ, რომ საკრებულოს ძველი შემადგენლობის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმური ქმედება იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ახალი მოწვევის საკრებულოს დაშლა სურს, რათა შემდეგ მხოლოდ საკრებულოს არჩევნები დანიშნოს.

„ბათუმის მერი, რომელიც რა გზით არის არჩეული, ყველამ იცის, უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ შეგნებულად არ ნიშნავს ახალი საკრებულოს სხდომას. ცდილობენ საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს ბიუჯეტი, რითაც მერს აღარ შეექმნება პრობლემა, არ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ამიტომ მერი დარჩება ადგილზე და „ქართული ოცნება“ დაშლის ახალ საკრებულოს, შემდეგ კი, დანიშნავს მხოლოდ საკრებულოს და არა მერის არჩევნებს, რასაც არ დავუშვებთ“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

magti 5g