26-28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში, საქართველოს კულტურის ცენტრის ორგანიზებით, Food & Wine Fest გაიმართება.
ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ისაუბრა დავით ფუტურიძემ, საქართველოს კულტურის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა:
ფესტივალზე მისულ სტუმრებს დახვდებათ:
- მუსიკალური წარმოდგენები
- ღვინის დეგუსტაციები (როგორც ტრადიციული, ასევე ექსპერიმენტული ნიმუშები)
- მრავალფეროვანი კულინარიული ნაირსახეობები (ქართული და საერთაშორისო სამზარეულო)
- ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
- მასტერკლასები წამყვანი შეფმზარეულებისა და სომელიეებისგან
ფესტივალის მიზანია: საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო კულინარიულ-ღვინის რუკაზე, ქართული ღვინის 8000 წლიანი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.