ქუთაისში იძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სანიაღვრე არხებმა, როგორც ბათუმში, წყალი ვერ გაატარა და ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე ფოთის, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები დაიტბორა.
წყლით გაივსო მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.
ვიდეოს დატბორილი ქუთაისიდან ანა ნაცვლიშვილი ავრცელებს:
https://www.facebook.com/ana.natsvlishvili.940/posts/10158782991557905
დღეს რამდენიმეკილომეტრიანი საცობი იყო ბათუმში, რომელიც დატბორილმა ქუჩებმა გამოიწვია. ქალაქის შესასვლელთან წყალდიდობის გამო შეფერხებული მოძრაობა უკვე აღდგენილია.
პრობლემები შეიქმნა ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, შავშეთის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.
ვიდეო: ასე გამოიყურება დატბორილი ბათუმი ახლა
აჭარასთან ერთად ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კახეთს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალი და სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი დაიტბორა, დაზიანდა სკოლაც.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება მესტიასა და ლენტეხშიც.
