LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს (ფოტოები)

164
100652394-3795993467141393-13978671144501248-o

ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და 4 გვირაბზე ხორციელდება.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g