ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ჟიული შარტავას ქუჩაზე მოხდა.
სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქე შუახნის ქალს, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
