ბოლო თვეების განმავლობაში უკვე რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ბზიკმა მოქალაქეები დაკბინა. ამჯერად შემთხვევა ბათუმის ბულვარში მოხდა. ბზიკებმა ახალგაზრდა გოგო და შუა ხნის მამაკაცი დილის საათებში დაკბინეს.
საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ორივე მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
აღნიშნული ინფორმაცია ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტმა ფორტუნას სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.
„გარდაცვლილს კრაზანის დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდა“ - ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა
ახალი დეტალები ქობულეთში მომხდარ ფაქტზე
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, 24 წლის გოგოს ბზიკმა თავის არეში უკბინა, ხოლო მამაკაცი გოგოს მიეშველა, რა დროსაც ისიც დაკბინეს.
დაკბენილებს შესაბამისი პირველადი დახმარება უკვე ჩაუტარდათ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.