ბათუმში, 40 წელს გადაცილებული ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
დაჭრილები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მამაკაცებს ჭრილობები ბარძაყის არეში აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.