LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ე.წ. „ჭაობის” დასახლების ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

170

ბათუმში 25 ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც ”ფორტუნას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე, ჯავახიშვილის ქუჩიდან გმირთა ხეივნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს.

”აღნიშნულ მონაკვეთზე კეთდება 360 მ სანიაღვრე სისტემა, 21 ცხაურიანი და 10 დახურული ჭა, ასევე დამონტაჟდება 6 საკომუნიკაციო ჭა, რისი დასრულების შემდეგაც დაიგება 4800 კვმ ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში ტროტუარებზე მოეწყობა ბილიკები უსინათლოთათვის, ბორდიურები და ველო ბილიკები”, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, 19 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ე.წ. „ჭაობის” დასახლების ქუჩების რეაბილიტაციას მოიცავს, რაც 25 ქუჩის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები 8 ლოკაციაზე მიმდინარეობს. პარალელურად შემოერთებულ ტერიტორიების სხვადასხვა ლოკაციაზე 2 225 კუბ/მეტრი ფართობზე ბეტონის საფარი იგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g