ბათუმში, თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ, ახალი სკვერი გაიხსნა.
ადაპტირებულ სკვერში, შადრევანი, საპარკინგე ზონა და მწვანე სივრცეები მოეწყო. პროექტის ღირებულება➡ 1 100 362 ლარი.
ახალ სკვერში მოსახლეობამ, ხეების დარგვის აქციის ფარგლებში, 200-ზე მეტი ფოთლოვანი, წიწვოვანი და ბუჩქოვანი მცენარე დარგო.
შემოდგომაზე ტერიტორიაზე დიდი ზომის მარადმწვანე ხეები დაირგვება.
ახალი სკვერის სახელწოდება ელექტრონული გამოკითხვის შედეგად შეირჩევა.