ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება, რომლის მონაწილეები რუსული საკრუიზო გემის საქართველოში შემოსვლას აპროტესტებენ.
როგორც „ბათუმელების” პირდაპირ ჩართვაში ჩანს, პოლიცია პორტის ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა და ორმაგი ბარიერები აღმართა.
ცნობისთვის, სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა.
პორტთან გემს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დახვდებიან.
“ლელო-საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრები საკრუიზო გემ Astoria Grande-ს აქციით დახვდებიან