აჭარაში კოვიდინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი 25 ნოემბერს ბათუმის სამშობიარო სახლში მოათავსეს, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთის შედეგად იმშობიარა, შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკა “მედინაში” მოათავსეს.
კლინიკა “მედინაში” ამბობენ, რომ რუსუდან კოკობინაძეს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, მას სუნთქვის ძლიერი უკმარისობა ჰქონდა.
“გუშინ საღამოს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია მოხდა, რომელმაც გამოიწვია გულის გაჩერება. ფილტვის რეანიმაცია ჩატარდა, მაგრამ დღეს შუადღით გული გაჩერდა. სამწუხაროდ, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას თანმდევი დაავადება არ ჰქონდა”, – აღნიშნა კლინიკა “მედინას” ექიმმა ჯუმბერ უნგიაძემ.