ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ლიფტი ჩავარდა. შემთხვევის დროს ლიფტში 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
4-ვე დაშავებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა ისინი რამდენიმე საათში კლინიკიდან გაწერეს.
"თუ რაღაცას არ შევცვლით ძალიან დიდი ტრაგედიები გველოდება წინ": რატომ იზრდება ლიფტებში დაშავებულთა რაოდენობა
"ნებისმიერი უცხოელი სპეციალისტი ჩვენი ლიფტების 90%-ს დალუქავდა."
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი კორპუსში უკვე ერთი წელი ცხოვრობენ და ეს ლიფტის მწყობრიდან გამოსვლის პირველი შემთხვევა არ არის.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ფოტო: აჭარის მაუწყებელი