ბათუმში კორონავირუსით 42 წლის ქალი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ამიტომ ქალი კოვიდასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს.
გარდაცვლილი პროზექტურაშია გადაყვანილი.
„ფორტუნა“ ცდილობს მომხდართან დაკავშირებით მეტი დეტალი გაარკვიოს.