LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კვირას შუფუტინსკი და „დაგდაგანი“ იმღერებენ

111

16 აგვისტოს ბათუმი რუსული შანსონის და პოპის შემსრულებელ მიხეილ შუფუტინსკის მასპინძლობს. მომღერალი აჭარაში Music Promotion-ის ინიციატივით ჩამოდის, ბილეთების ფასი კი 50-დან 130 ლარამდეა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ კონცერტმა მოსახლეობის დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ამასთან 16 აგვისტოს შუფუტინსკის პარალელურად ბათუმის ბულვარში ქართული ჯგუფი „დაგდაგანი“ მართავს კონცერტს. ბილეთების ფასი 10 ლარია, კონცერტი კი 20 საათზე დაიწყება. როგორც ჯგუფის წევრი ირაკლი შენგელია „ფორტუნასთან“ ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მათი კონცერტი შუფუტინსკის კონცერტის პარალელურად იმართება, ხალხის სიმცირეს გამორიცხავენ, რადგან რუსული შანსონის მოყვარულთა უმეტესობა პანკს და როკს არ უსმენს, ამიტომ შუფუტინსკის თაყვანისმცემლებს „დაგდაგანი“ საკუთარ კონცერტზე არ ელოდება.

ამის მიუხედავად, „დაგდაგანის“ წევრები ამბობენ, რომ წელს საქართველოში ბევრი რუსი მომღერალი ჩამოჰყავთ,ქართულ მუსიკოსებს კი ადგილობრივი ხელისუფლებისგან სათანადო ყურადღება და დაფასება არ აქვთ. სწორედ ამიტომ, მიუხედავად მსმენელების სიმრავლისა, ხშირად მათ კონცერტის გამართვის საშუალება არ აქვთ.

„გული გვტკივა, რომ წელს ჩამოიყვანეს უამრავი რუსი შემსრულებელი საქართველოში, ქართულ მუსიკოსებს კი, ძირითადად, ყურადღებას არ აქცევენ,“ – ამბობს ირაკლი შენგელია.

„დაგდაგანის“ კონცერტი ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები