LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტს ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაუტარდა

246

მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულებულია. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა ნაპირი, რომელიც ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს ინტენსიურად ირეცხებოდა. გამორეცხვების შედეგად დაზიანდა დასახლებასთან დამაკავშირებელი გზა და რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, დაზიანების საშიშროება ექმნებოდა მდინარის კალაპოტის მიმდებარე საცხოვრებელ სახლებსაც.

მათივე ცნობით, სტიქიის პრევენციის მიზნით, გატარდა შესაბამისი ნაპირგამაგრებითი ღონისძიებები. მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ, 250 მეტრის სიგრძეზე მოეწყო  ქვის გაბიონის 4 იარუსიანი დამცავი კედელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სეზონური უხვნალექიანობისათვის დამახასიათებელი პრობლემებისაგან დაიცავს.

ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ღირებულებამ 329.6 ათასი ლარი შეადგინა.

magti 5g