LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა

156
Capture

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის ბალონის აალების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევა ანგისის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულებმა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მსუბუქი დამწვრობები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებიც იყვნენ მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები