LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, სანაპირო ზოლთან აფეთქება მოხდა

177
Untitled design

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ბათუმში, სანაპირო ზოლთან აფეთქება მოხდა. ადგილზე კვამლიც შეინიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც.

„ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში,…

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Monday, 13 February 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები