ბათუმის წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში, კარანტინია გამოცხადებული. მოხუცები კორონავირუსს ებრძვიან. „სათნოების სავანეში“ 95 პირმა დაამარცხა კორონავირუსი. მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 87 წლის ქალი იყო.
სამწუხაროდ თავშესაფრში მცხოვრები 11 პირი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამ დროისთვის თავშესაფარში მცხოვრები მხოლოდ ერთი პირია ინფიცირებული. სათნოების სავანეში ინფიცირებულის კლინიკიდან დაბრუნებას მოუთმენლად ელიან.