LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები ვერ დაგველოდებიან, როდის ვისწავლით არაძალადობრივი მეთოდებით აღზრდას -ანა არაგანაშვილი

199
anaargana

ორგანიზაციის “პატნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი შვილებზე ძალადობის სტატისტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბავშვები ვერ დაგველოდებიან, ვიდრე მშობლები არაძალადობრივი მეთოდებით აღზრდას ვისწავლით.

უფლებადამცველი ამბობს, რომ საჭიროა ძალადობის ყველა შესაძლოა საშუალებით აკრძალვა.

“შსს-მ გამოაქვეყნა სტატისტიკა შვილებზე მოძალადე მშობლების მიმართ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებაზე. 

ბოლო 5 თვეში ბავშვების მიმართ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს - მათგან ნაწილი დააკავეს

31 შემთხვევაში ძალადობის შესახებ პოლიციას თავად ბავშვმა შეატყობინა.

რა თქმა უნდა, ეს დიდ დისკუსიას გამოიწვევს. იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი შვილები ჩვენი საკუთრი ნივთები არ არიან რომ ვიძალადოთ, ძალისხმევას მოითხოვს. ბავშვებზე ძალადობის სამწუხარო კულტურის შეცვლას დრო ჭირდება, რადგან არაძალადობრივი მეთოდებით ბავშვის აღზრდა უნდა ვისწავლოთ. მაგრამ, ბავშვები ვერ დაგველოდებიან როდის ვისწავლით ან, ვისწავლით თუ ვერა. მათ მყისიერად ჭირდებათ დაცვა და სანამ ვისწავლით, მანამდე მათ დაიცავს კანონი და სამართალდამცავი ორგანოები.

მხარს ვუჭერ ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა შესაძლო საშუალებით აკრძალვას, სრულად!
მალე ვისწავლოთ ბავშვების არაძალადობრივი მეთოდებით აღზრდა,”- წერს სოციალურ ქსელში ანა არაგანაშვილი.

magti 5g