LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებისთვის განკუთვნილი Porsche, რომელიც 5 000 დოლარი ეღირება

90

KidStance, რომელიც საბავშვო ავტომობილების შექმნაზე მუშაობს, აშშ-ს ტერიტორიაზე Porsche 911-ს გამოუშვებს. ბავშვებისთვის განკუთვნილი სპორტქარი 5 000 დოლარი ეღირება, თუმცა, KidStance-მა არც ბიუჯეტური მოდელების მოყვარულები დაივიწყა და მათთვის 500 დოლარიანი 911-იც ჩაუშვა. მახასიათებლების შესახებ ცნობილი არაფერია. კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ბავშვებსაც უნდა ჰქონდეთ ელიტური ავტომობილების მართვის შესაძლებლობა.

გამომგონებლების აზრით, ბავშვი სრულ აღფრთოვანებას განიცდის მაშინ, როდესაც მამის ავტომობილის შემცირებული ასლი ჰყავს.

სათამაშო  „პორშეს” საშუალო ფასი 1 700 დოლარია. უფრო მომთხოვნი კლიენტებისთვის სალონი გაწყობილია ხავერდით, ჰიდრავლიკური საკიდარითა და მულტიმედიის თანამედროვე სისტემით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები