LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებს, რომელთაც 6 წლის ასაკი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ – კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება

78
სკოლა

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მუშაობს. ცვლილებების მიხედვით, ბავშვებს, რომელთაც 6 წლის ასაკი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.

კანონის პროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. არსებული კანონი 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობას არ აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g