LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი ცოცხალია, რაღაც მოგვატყუეს” – მერიკო კარტოზია დაკარგული ოჯახის წევრის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ეთერში ჰყვება

195
2 (2)

ტელეწამყვანი მერიკო კარტოზია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „სიცრუის დეტექტორის“  სტუმარი იყო.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გასვიანის მიერ დასმულ სკანდალურ კითხვაზე: „თვლით რომ ოჯახის წევრი, რომელიც გარდაცვლილი გეგონათ, ექიმებმა მოგპარეს?”, კარტოზიამ დადებითი პასუხი გასცა.

2003 წელს, ღუდუშაურის კლინიკაში, ჩემი დისშვილი ლიზი დაიბადა, ექიმებმა კი გვითხრეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა, თუმცა, ჩემ დას ყოველთვის ჰქონდა შეგრძნება, რომ ბავშვი ცოცხალია, რაღაც მოგვატყუეს, ოჯახის წევრებს გვეგონა, რომ ჩემი და ამბავს ვერ ეგუებოდა და ეს უბრალოდ მისი ამოჩემებული ეჭვი იყო.”

ტელეწამყვანის თქმით, წლების შემდეგ ჩნდება ქალბატონი, რომელიც ოჯახის ეჭვებს ამყარებს:

გადის წლები და ჩემ დას უკავშირდება ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ ის არ არის საკუთარი შვილის ბიოლოგიური დედა და გადაწყვიტა სიბერეში მოძებნოს გოგონას ნამდვილი ოჯახი. როგორც ამ ქალბატონს ეგრეთ წოდებულმა შუამავლებმა და კეთილისმსურველებმა უთხრეს, მისი ნაშვილები გოგონა, სწორედ ჩემი დისშვილი იყო, ამის შემდეგ ეჭვები გამყარდა და დავიწყეთ ძიება… გავაკეთეთ დნმ-ის ტესტი და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, ამ ქალბატონს ინფორმაცია შეცდომით ჰქონდა. ბავშვს ერქვა ლიზი და დღეს ის 22 წლის უნდა იყოს.”

ტელეწამყვანი მერიკო კარტოზია განმარტავს რომ ძიება იუსტიციის სახლში განაგრძეს, სადაც ბავშვის შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიაკვლიეს.

შემდეგ დავიწყეთ გამოკვლევა იუსტიციის სახლში, სადაც აღმოჩნდა, რომ ჩემი დის შვილის არც დაბადების დამადასტურებელი ცნობა მოიპოვება და არც გარდაცვალების.

ჩემ დას ახლა ჰყავს შვილი, გოგონა, რომელიც აბსოლუტურად ჯანმრთელია და ეძებს თავის ,,დაკარგულ” შვილს”.

ტელეწამყვანმა გადაწყვიტა ესარგებლა  შესაძლებლობით და მაყურებელს თხოვნით მიმართა:

,,თუ 2003 წლის პერიოდში დაბადებულ ადამიანებს ეჭვი აქვთ, რომ არ არიან ოჯახის ბიოლოგიური წევრები და ეძებენ მშობელ დედას, ძალიან გთხოვთ რომ ჩაიტაროთ გამოკვლევა, დნმ-ის ტესტი და იცოდეთ, რომ ლიზა ჩვენ არ გაგვიშვილებია, პირიქით დღემდე ველით მის გამოჩენას.”

ტელეწამყვანი აქვე პირობას დებს, რომ პროცესი იქნება კონფიდენციალური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g