ანაკლიაში 3 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ გვიან ღამით მდინარე ენგურში ჩავარდა, გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი წყლიდან მაშინვე ამოიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
შემთხვევა გუშინ, ანაკლიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში, თამაშის დროს ჩავარდა. ის წყლიდან მალევე ამოიყვანეს, თუმცა მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ბიჭი კლინიკაში ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გუშინვე გადაიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ მოხერხდა.