LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი, რომელიც რუსთავში, მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, თბილისში გადმოყავთ

135

ბავშვი, რომელიც რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოდან, თბილისში გადმოყავთ.

ერთი წლის გოგონა ფანჯრის რაფაზე ავიდა, მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მესამე სართულიდან გადავარდა. ბავშვი მეორე სართულის მიშენების სახურავზე დაეცა. ვარდნის შედეგად გოგონას თვალის არეში ჭრილობა აქვს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g