LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის დაბადებით ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა. მთავარია, სანი იყოს კარგად… ჩემი ცოლი უფრო თბილი ყოფილა, ვიდრე მეგონა: აჩიკო სოლოღაშვილი

2972
აჩიკო სოლოღაშვილი

როგორც შეიცვალა ცხოვრება შვილის დაბადების შემდეგ? – ამის შესახებ მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ მხოლოდ ახლა მიხვდა რა არის ცხოვრების არსი, რადგან მისთვის ყველაზე პრიორიტეტული ბავშვი და მისი კარგად ყოფნა გახდა.

აჩიკო სოლოღაშვილი ცოლთან ურთიერთობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ნუცა ქავთარაძე შვილთან და მეუღლესთან ურთიერთობისთვის დროს მარტივად ანაწილებს და ყურადღებას არცერთს არ აკლებს.

„-აჩიკო, ალბათ აქამდე ბევრჯერ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ის მომენტი, როდესაც მამა გახდებოდით. როგორი იყო რეალურად თქვენი ემოციები?

-პირველად რომ დავინახე და გადავირიე, მას შემდეგ გადარეული ვარ.ეს არის ზღვა პასუხისმგებლობის შეგრძნება.როდესაც ჩემი შვილი დაიბადა,  ვიგრძენი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ყოველი დღე უფრო და უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის. ვგრძნობ, რომ მე მას ვჭირდები და მასთან უნდა ვიყო მთელი ცხოვრება. ბავშვის დაბადებით ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა. მთავარია, სანი იყოს კარგად და შემდეგ მაინტერესებს სხვა ყველაფერი. ახლა მივხვდი, რას ნიშნავს ცხოვრების არსი.

– ნუცასადმი თქვენი დამოკიდებულება შეიცვალა?

– ნუცა კიდევ უფრო თბილი ყოფილა, ვიდრე მეგონა. რა თვისებებიც მასში მომწონდა და მიყვარდა, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდა.

-როდესაც ბავშვი ჩნდება, მამაკაცები ეგოისტობას ავლენენ, არ მოსწონთ, როდესაც ცოლის ყურადღება ბავშვზე გადადის. ეჭვიანობის მომენტი თქვენც ხომ არ გქონიათ?

– ეგოისტი ყოველთვის ვიყავი და ვარ, ნუცა კიდევ ჭკვიანი გოგოა,მან კარგად იცის, როგორ გადაანაწილოს ყურადღება. ამიტომ საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს“, – აცხადებს აჩიკო სოლოღაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g