ბავშვის ერთ ცრემლად არ ღირს არც ხელისუფლება და არც ვითომ წესიერება, – ასე გამოეხმაურა მომღერალი ირმა სოხაძე აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ დემონტაჟს.
“ეს მართლა ძნელი ასატანია, ანტისოლიდარული დამოკიდებულება გაჭირვებული ფენების მიმართ, რომელსაც არაფერი არ აქვთ. სანამ ამ უთანასწორობაზე არ ამოვიღებთ ხმას და არ ვილაპარაკებთ კარგად, შეგნებულად და არ ვაიძულებთ არსებულ ხელისუფლებას, ვინც არ უნდა იყოს, მართლაც გაიგოს ამ ხალხის გაჭირვება. ეს ხალხი მართლაც გაჭირვებაშია და ვისაც ხელგეწიფებათ უნდა მიაქციოთ მაქსიმალური ყურადღება” – განაცხადა ირმა სოხაძემ “ტვ პირველის” ეთერში.
“სახლი ყველას, სოლიდარობა აფრიკის დასახლებას” – აქცია თბილისის მერიასთან