ბავშვობის გატაცება ჰობად, ჰობი კი ხშირად რეალობად იქცევა – ასე მოხდა გაგა კოხრეიძის შემთხვევაშიც. ავტომობილებით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და მალევე საკუთარი პირველი საკოლექციო მანქანა 700$-ად შეიძინა. მოგვიანებით ავტომობილის მოვლა მისთვის ხელოვნებად იქცა.
სწორედ გაგა კოხრეიძეა „თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანიის მორიგი გმირი.
კამპანიის „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ ფარგლებში გადაღებული ვიდეოსერიით კომპანიას სურს, მომხმარებლამდე მიიტანოს ემოცია, რომელიც ავტომობილის მოვლას უკავშირდება და უჩვენოს, რომ ავტომობილზე ზრუნვა მხოლოდ ხარჯების გაღებასა და დისკომფორტთან არ ასოცირდება.
(R)