LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები საკრებულოსთან მჯდომარე აქციას მართავენ

86

საკრებულოსთან დაპირისპირება პოლიციასა და “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის დასრულდა, დაზარალებულებმა მჯდომარე აქცია დაიწყეს.

ისინი ამბობენ, რომ არ დატოვებენ საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიას, ვიდრე მათთან სალაპარაკოდ საკრებულოს თავმჯდომარე არ გავა. მოვაჭრეები 5 ათას ლარიან ერთჯერად კომპენსაციას ითხოვენ მანამ, სანამ ზარალი მთლიანად დაითვლება.

ცოტა ხნის წინ დედაქალაქის საკრებულოსთან ხმაური იყო, მოვაჭრეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. დაზარალებულებმა სცადეს, შენობასთან კარვები დაედგათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს.

 

mazda magti 5g