LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდი, სრულიად განსხვავებული ხარისხით გამოჩნდა

3775
111

ბაზარზე ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდი, სრულიად განსხვავებული ხარისხით გამოჩნდა. „დათკა“ ასე ჰქვია ბრენდს, რომლის ფეხსაცმელებიც უკვე ერთი თვეა იყიდება და მომხმარებლის სიმპათია უკვე დაიმსახურა.

როგორც „ფორტუნას“ ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდის დამფუძნებელმა, ეკა ყელბერაშვილმა განუცხადა, „დათკას“ ფეხსაცმელები 100 %-ით ნატურალურია.

„ბაზარზე არსებული სხვა კონკურენტებისგან, „დათკას“ ფეხსაცმელებს გამოარჩევს ხარისხი. გარდა იმისა, რომ ჩვენი ფეხსაცმლის ზედაპირი ნატურალურია, მისი შიდა მხარეც სრულიად ნატურალური მასალით არის დამზადებული და ქვედა ფენაც “პადოშია”, რაც დღეს ეს ძალზედ იშვიათობაა. სწორედ ამ მხრივაც არის გამორჩეული ჩვენი ფეხსაცმელი. და კიდევ, რაც მთავარია, ის არ კარგავს ფორმას. ყოველგვარი ბანალურობის გარეშე, ჩვენი ხარისხი ფასზე მაღალია“, – აღნიშნა ეკა ყელბერაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „დათკას“ ფეხსაცმელები ამ ეტაპზე ონლაინ იყიდება, ფეისბუქ გვერდზე à Eko Georgia. კომპანიას გააჩნია ადგილზე მიტანის სერვისიც, როგორც თბილისის მასშტაბით, ისე რეგიოებში. აღსანიშანვია, რომ ამ ეტაპზე „დათკას“ ბრენდის ქვეშ სამი სახეობის ფეხსაცმელი იყიდება, ღირებულება კი 85-დან 100 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „დათკა“ ფეხსაცმლის ხაზის წარმოების გაფართოებას გეგმავს. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში „დათკას“ ბრენდის ქვეშ ჩანთები და სამოსიც შეიკერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g