ბაზარზე ილიას ჭავჭავაძის „პასუხის პასუხი”-თ გაფორმებული ჭურჭელი გამოჩნდა. “თქმა-ლანკანის” ახალი N6 სერია ილიას დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოვიდა. ახალ კოლექციას ” ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი” ჰქვია, ის ექსკლუზიურია და ამ შინაარსით და ფორმით არ გამეორდება.
ცნობისთვის, „თქმა-ლანკანი“ კონკრეტული შინაარსის მატარებელი მაგიდის სერვირებით 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. სუფრაზე, რომელიც არის ადამიანთა თავისუფალი თვითორგანიზაციის ფორმა, „თქმა-ლანკანი“-ს თითოეული ობიექტი კონკრეტული შინაარსის მატარებელია, ხოლო ეს “შინაარსები“ დიამეტრალურად განსხვავებული და რაც მთავარია ნამდვილია.
„თქმა-ლანკანის“ კოლექცია N1 – „ვეფხისტყაოსანი“ მიეძღვნა შოთა რუსთაველს და კონცეპტები ვეფხისტყაოსნიდან დაიპრინტა სერვირების თითოეულ ელემენტზე.
კოლექცია N 2 – „ბალზაკი“ მიეძღვნა 2020 წლის ვალენტინობას და მასზე დაიპრინტა ბალზაკის სასიყვარულო შინაარსის წერილი (თითქმის მთლიანად) მისი ცხოვრების მთავარი ქალისადმი;
კოლექცია N3 – „ჰაიდეგერი და ჰანა“ მსოფლიო პანდემიისგან ინსპირირდა და საოცრად სიმბოლური ხასიათი შეიძინა კონტექსტიდან გამომდინარე.
კოლექცია N4 – „ვაჟა“ შეიქმნა ვაჟა ფშაველას დაბადების დღესთან დაკავშირებით და ეხმიანება დღევანდელობის კონტექსტს. პროდუქციაზე დაბეჭდილია პოეტის ცნობილი ლექსი “ჩემი ვედრება”.
კოლექცია N5 – „ნიკალა“ – შეიქმნა ტურიზმის სფეროში მოღვაწე აქტორების კონკრეტული და მზარდი მოთხოვნის გამო. ეს კოლექცია იქნება პერმანენტულად წარმოებული „თქმა-ლანკანის“ მიერ და მოცული ექნება, როგორც ფიროსმანის ყველასათვის ცნობილ ნამუშევრები, ასევე ნაკლებად ცნობილების პოპულარიზაციაშიც გააკეთებს მნიშვნელოვან განაცხადს. კოლექცია, ამ ეტაპზე, დაიპრინტება MUG-ის ტიპის უნივრსალური დანიშნულების ჭიქებზე. ამ კოლექციაში სიახლე არის ისიც, რომ ის არის პირველი ინგლისურენოვანი კოლეცია.