LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია ჭავჭავაძის წერილი ჟურნალისტზე, რომელიც ახლა დაწერილს ჰგავს

526
237283670

მკვლელობა, დაჭრა და მსგავსი არაპოზიტიური ამბები, როგორც ჩანს, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში იშვიათად ხვდებოდა პრესის ფურცლებზე.

ყველაზე ცნობილი ქართველი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე კი საერთოდ ფიქრობდა, რომ ეს “დამპალ-დუმპალი” ამბები, არავისთვის იყო საინტერესო.

როგორც მისი ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, ასეთი ამბების მოტანის გამო, უკანასკნელი იაფფასიანი რეპორტიორიც კი დაუთხოვია სამსახურიდან, და მისი გაზეთი “ტიფლისური” ამბების გარეშე დარჩენილა.

არადა, ამ საუკუნეში ილია ჭავჭავაძის მიერ დათხოვილი რეპორტიორი საკმაოდ პოპულარული იქნებოდა.

“სხვა ტიფლისურს ამბებზე უკაცრავად გახლავართ; რეპორტერის ფული არ გახლავთ კასაში. ერთი იაფ-ფასიანი რეპორტერი ვიშოვე, მაგრამ სულ დამპალ-დუმპალი ამბები მოაქვს: ამან ეს დასჭრა, იმან ის მოჰკლაო, აქ მთვრალი კაცი იპოვნეს, იქ გაფიჩხებულიო. ვისთვის რა საინტერესოა ესეთი ამბები? ავდექი და დავითხოვე,” – წერს ილია ჭავჭავაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები