LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე მალე ქართული წარმოების ტელევიზორები გამოჩნდება

86

კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსი” პირველ ქართულ ტელევიზორებს დაამზადებს. ტელევიზორები AG-ის ბრენდით გამოვა და ბაზარზე 2016 წლის აპრილში გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, სოსო მაზმიშვილმა განუცხადა, ტელევიზორებისთვის ეკრანების იმპორტი განხორციელდება, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს, ადგილობრივად დამზადება.

”შეკვეთილი გვაქვს 2 ათასი ეკრანი. ველოდებით მათ ჩამოსვლას. შესაბამისად, პირველ ეტაპზე 2000 ტელევიზორს დავამზადებთ. შემდეგ კი ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, გავზრდით წარმოებას”- განაცხადა მაზმიშვილმა.

მისივე თქმით, ტელევიზორები დიდ სავაჭრო ქსელებში გაიყიდება, როგორებიცაა: ”ტექნობუმი” ”გორგია”, ”არაი” და სხვა.

”ფასები იქნება კონკურენტუნარიანი. ქართული ტელევიზორები ეღირება იმაზე უფრო იაფი, ვიდრე იმპორტირებული ბრენდები”, – განმარტა ”AG მიკროელექტრონიქსის” ფინანსურმა დირექტორმა.

მაზმიშვილის თქმით, ქართული ტელევიზორები ექსპორტზეც გავა,  სულ მცირე -აზერბაიჯანსა და სომხეთში.

კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსი” 2014 წელს გაიხსნა. საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში და აქ 40 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები