LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზედოვის დაავადება 

657
ბაზედოვის დაავადება

ბაზედოვის დაავადება იგივე ტოქსიკური ჩიყვი, არის ენდოკრინული დაავადება, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქ ან მძიმე ფორმებში. დაავადება წარმოიშობა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერტროფიისა და ჰიპერფუნქციის შედეგად, რასაც მივყავართ თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე. ბაზედოვის დაავადების მიზეზებია: მემკვიდრეობითი ფაქტორი; ანგინა; შაქრის დიაბეტი, ვიტილიგო; იოდის შემცველი პრეპარატების ჭარბი გამოყენება.

ტოქსიკური ჩიყვისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: თვალის გუგების გაფართოვება, დასიება; თვალებში სიმშრალის, ტიკვილის შეგრძნება; კონიუქტივიტი; თვალისშიდა წნევის მომატება; ფარისებრი ჯირკვლის გადიდება; გახშირებული გულისცემა; არითმია; გახშირებული სუნთქვა; წონის სწრაფი დაკლება; ცხელება; ძვლების სიმყარის შემცირება.

მკურნალობა მოიცავს პრეპარატებს, თერაპიას, და ქირურგიულ ჩარევას. თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, მას მოყვება შემდეგი სახის გართულებები: ჰიპერტირეოზი; ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება; გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა; კუნთების სისუსტე; პარალიჩი; კანის ჰიპერპიგმენტაცია;  ულის შეტევა; ინსულტი.

რისკის ჯგუფში შედიან: მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები; 30-50 წლის ქალბატონები; ადამიანები, ვისაც აწუხებს შაქრიანი დიაბეტი ან რევმატოიდული ართრიტი; ფეხმძიმე ქალბატონები. ამ დროს რეკომენდირებულია: სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება; საკვებად იოდისა და ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობის შემცველი პროდუქტების გამოყენება; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროული მკურნალობა; სისხლში ჰორმონების შემცველობის რეგულარულად გაკონტროლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები