LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე უნდა იმსჯელოს ხელისუფლებამ – მარიამ ჯაში

105
IMG-5389-1516893965-1024x682

„ვიდრე თვითდასაქმებულებს არ ექნებათ ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები, რთულია ცალმხრივად მხოლოდ დასაქმებული ან მოვაჭრე დაავალდებულო. არ შეიძლება ცალსახად ვუდგებოდეთ პასუხისმგებლობას დაზღვევის რისკების შესამცირებლად“,-ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარტია „ჩვენი საქართველოს სოლიდარობის ალიანსის” გენერალურ მდივანმა, მარიამ ჯაშმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული მოვაჭრე დაზარალდა და სწორედ რომ მათი ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე უნდა იმსჯელოს ხელისუფლებამ.

„ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან. შრომითი პირობების გაუმჯობესების რეალური პოლიტკური ნება სამწუხაროდ ხელისუფლებებს არ ჰქონიათ. მიუხედავად ჩემი პირადი უდიდესი ძალისხმევისა, შეუძლებელია პოლიტიკური ნების გარეშე ჩვენ დავიცვათ ჩვენი მცირე ბიზნესი და თვითდასაქმებულთა უფლებები.

რთულია არ დავეთანხმო მოსაზრებას, რომ ამდენი სახანძრო შემთხვევები არ შეიძლება იყოს სპონტანურად გაჩენილი  - მარიამ ჯაში

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გამოძიების პარალელურად ის დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას იწყებს.

ვიდრე თვითდასაქმებულებს არ ექნებათ ღირსეული ანაზღაურება და შესაბამისი სამუშაო პირობები  რთულია ცალმხრივად მხოლოდ დასაქმებული ან მოვაჭრე დაავალდებულო. პირიქით იმ სავაჭრო სივრცეების მფლობელებსა და ინდ. მეწარმეებზე უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის განაწილება, რომლებიც ფინანსურად ბევრად უფრო ძლიერად გამართულნი არიან ვიდრე მოვაჭრეები. არ შეიძლება ცალსახად ვუდგებოდეთ პასუხისმგებლობას დაზღვევის რისკების შესამცირებლად. ჩვენ ხვალვე შეგვიძლია შევთავაზოთ საინტერესო რეგულაციები, მაგრამ სამწუხაროდ ეს პოლიტიკური ნება ჩემი ყოფილი თანაგუნდელებისგან განსაკუთრებით გულდასაწყვეტია რომ არ არსებობს“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ვარკეთილში შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძრას გუშინ 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა. ხანძრის შედეგად 4000 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე ჯიხური დაიწვა. დაშავებულები არ არიან, თუმცა დაზარალებულთა  რაოდენობა ბევრია. რამდენიმე ათეული დაზარალებული მოვაჭრის ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან.  ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მორიგი მსხვერპლი: ვარკეთილის ბაზრობის ხანძარი და მისი წინამორბედები

შსს-ში გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით არის დაწყებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g