ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით, კერძოდ, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება.
„საგადასახდო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს და მიიღებს.
ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ბოლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა.