ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.
რას ამბობს მოქალაქე, რომელმაც ბავშვზე ძალადობის ვიდეო ინტერნეტში ნახა და პოლიციას მიმართა