LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებო და ბაბუ მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არც კი იციან, რომ შვილი აღარ ყავთ – მაია კაჭკაჭიშვილი

8762
Yq75KVL

კომ­პო­ზი­ტო­რი მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამი დღის წინ ბიძა გარ­და­ეც­ვა­ლა, დღეს კი მისი ასა­კო­ვა­ნი ბე­ბია და ბა­ბუა კო­რო­ნა­ვირუ­სით არი­ან ინ­ფი­ცირებულნი.

კომპოზიტორი ემოციურ პოსტში აღნიშნავს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან რთული პერიოდი აქვს.

“რაც დრო გა­დის, მით უფრო ვი­აზ­რებ მდგო­მა­რე­ო­ბას. ვცა­რი­ელ­დე­ბი და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა მე­უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ვაი რომ, არ მაქვს უფ­ლე­ბა, მი­ვე­ცე ამ გრძნო­ბას და გა­ვე­რი­დო ყვე­ლა­ფერს აქა­ურს! ბებო და ბაბუ მყავს კო­ვი­დით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და არც კი იცი­ან, რომ შვი­ლი აღარ ყავთ. ამის მერე ხომ მჭირ­დე­ბა ოდ­ნა­ვი ძალა, რომ ამათ მა­ინც მივ­ხე­დო თუ გა­დარ­ჩნენ, ან რო­გორ უნდა გა­ვა­გე­ბი­ნო 90 წლის მო­ხუ­ცებს? ან ის პა­ტა­რა ძალა რომ­ლის იმე­დიც მაქვს, სად ვი­შო­ვო? იმის ნაც­ვლად, რომ გავძლი­ერ­დე ვსუს­ტდე­ბი. ვიცი, რომ ამის უფ­ლე­ბა არ მაქვს!

რა რთუ­ლია, რომ და­მარ­ქვეს ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და უნდა გა­ვა­მარ­თლო ეს სტა­ტუ­სი. არა­და არც იცი­ან, რა სუს­ტი ვარ…”, – წერს მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები