LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერად, თბილად და ტკბილად ჩავწერეთ ეს სიმღერა… ლამაზი და დასამახსოვრებელი ტექსტია“ – ლაშა რამიშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

218
ლაშა-რამიშვილი

2 ივლისს, რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ლაშა რამიშვილის ახალი სიმღერის „გამოდი“ პრემიერა შედგა.

ლაშა რამიშვილი: ეს არის გოჩა ბორაშვილის, კახელი მუსიკოსის სიმღერა. მისი ეს სიმღერა, კარგა ხნის წინ, სუფრასთან მოვისმინე, მომეწონა და ვუთხარი, თუ შეიძლება, ამ სიმღერას გავაკეთებ-მეთქი. გოჩაც დამთანხმდა.

მივაკითხე ცირა ბზიშვილს, რომელმაც უზარმაზარი შრომა გასწია. ლამაზად, ბედნიერად, თბილად და ტკბილად ჩავწერეთ ეს სიმღერა.

ძალიან დიდი მადლობა ნანა ცინცაძეს, რომელმაც ზუსტად 5 წუთში შეაკოწიწა ტექსტი. საკმაოდ ლამაზი და დასამახსოვრებელი ტექსტია.

ლაშა რამიშვილი – გამოდი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები