LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბედნიერება იწყება” – Jonas Brothers-მა ახალი დისკი დააანონსა (ფოტო)

92
JonasBrothersAlbumAnnouncement-770x433

Jonas Brothers-მა ახალი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Happiness Begins – ასე ჰქვია ამერიკული ტრიოს მომავალ, რიგით მე-5 სტუდიურ ალბომს, რომელიც დღის სინათლეს 7 ივნისს იხილავს.

ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი თავად ჯოს, კევინისა და ნიკისგან გახდა, რომელთაც სოციალურ ქსელში ფირფიტის სახელწოდება, რელიზის თარიღი და გარეკანის ფოტო გამოაქვეყნეს.

აღსანიშნავია, რომ კრებული ბიჭების პირველი ნამუშევარი იქნება მას შემდეგ, რაც მათ 2009 წელს, Lines, Vines and Trying Times გამოუშვეს.

 

View this post on Instagram

 

#HappinessBegins. The album. June 7th.

A post shared by Jonas Brothers (@jonasbrothers) on

შეგახსენებთ, რომ Jonas Brothers-ის ,,ქამბექი” 1 მარტს სინგლით, Sucker შედგა, რასაც 4 აპრილს – Cool მოჰყვა.

Jonas Brothers დაბრუნდა (ფოტო/ვიდეო)

Jonas Brothers-მა ახალი საზაფხულო სინგლი გამოუშვა (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები